დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო ქაცარავას ინიციატივით, თბილისისა და ჩინეთის ისტორიული ქალაქის და აბრეშუმის გზის სამშობლოს, სიანის დაძმობილების შესახებ მოლაპარაკება დაიწყო
ავტორი:
2017/დეკემბერი/22 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/qacarava_1d91f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/470209-sofio-qacaravas-iniciativith-thbilisisa-da-chinethis-istoriuli-qalaqis-da-abreshumis-gzis-samshoblos-sianis-dadzmobilebis-shesakheb-molaparakeba-daitsyo.html", "headline": "სოფიო ქაცარავას ინიციატივით, თბილისისა და ჩინეთის ისტორიული ქალაქის და აბრეშუმის გზის სამშობლოს, სია...", "datePublished": "2017-12-22 16:24:12", "dateModified": "2017-12-22 16:24:12", "description": "დღეს, ქალაქ სიანში, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია შაანსის პროვინციის სახალ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/qacarava_1d91f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დღეს, ქალაქ სიანში, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია შაანსის პროვინციის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ კოლეგებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ისაუბრა ჩინეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და პარტნიორობის გასაღრმავებლად მისი მხრიდან სრულ მზადყოფნაზე.

სოფიო ქაცარავამ თავმჯდომარის მოადგილეს სიანისა და თბილისის დაძმობილება შესთავაზა, რაც შეხვედრის ბოლოს შეთანხმებით დასრულდა. თავმჯდომარის მოადგილემ დაძმობილების პროცესის ხელმძღვანელობა ქალაქის მუნიციპალიტეტს დაავალა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა "ერთი სარტყელი ერთი გზის" ინიციატივას და საკითხებს, საერთო ინტერესებს,ხარდაჭერასა და თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეებს. "ქალაქ სიანის, როგორც აბრეშუმის გზის სამშობლოს და თბილისის დაძმობილების იდეა აბრეშუმის გზის- ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის მნიშვნელობის გათვალისწინებით გამიჩნდა და ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა განვახორციელოთ ჩვენი დღის წესრიგი ჩინეთთან მიმართებაში, მოგვეცემა საშუალება უკეთ ვითანამშრომლოთ ეკონომიკის, ტურიზმის, ტექნოლოგოების, განათლების და სხვა და სხვა მიმათულებით. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი გამოწვევა და შესაძლებლობაა", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 565
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია