დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილის განცხადებას გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა
ავტორი:
2014/ნოემბერი/28 16:30:08
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას, ე.წ.გასაღების საკითხზე პროექტებთან დაკავშირებით, დეპუტატები აფასებენ. უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის თქმით, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმებზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა წინასწარ ამაზე ყურადღების გამახვილება უპრიანი არ არის.
,,ჩვენ ახალ რეალობას უნდა შევეჩვიოთ, როდესაც ერთი მუშტის დარტყმით არ ყალიბდება უმრავლესობის პოზიცია. საერთოდ, ძალოვანი სტრუქტურის, საგამოძიებო სტრუქტურების რეფორმაზე საუბარი მუდმივად იქნება. ახლა გადაწყვეტილი პოზიციებით გამოსვლა ამ საკითხებზე, თუ როგორ იქნება მომავალში, უპრიანი არ იქნება. ამას სჭირდება კონსულტაციები რომელიც მიმდინარეობს", - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში.
სიტყვით გამოსვლისას დავით უსუფაშვილმა კოლეგებს გაახსენა, უწყების როგორ გარდაქმას გეგმავდა "ქართული ოცნება" არჩევნების წინ და როგორია შსს-ს არსებული სისტემა. მისი თქმით, საჭიროა სისტემის გარდაქმნა ისე, როგორც ამას საზოგადოებას კოლიცია "ქართული ოცნება" დაპირდა.










წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1055
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია