დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჩეხეთში საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გაიმართა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/04 12:30:02
ჩეხეთში საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , 1-ელ ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ პრაღის მერიაში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა თემაზე - "21 წელი რუსულ-ქართული კონფლიქტიდან".
სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება პრაღის მერიისა და ჩეხური ორგანიზაცია "კულტურული პარტნიორობის" მიერ იყო ორგანიზებული.
მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, ასევე, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ, რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქციის თანამშრომელმა კობა ლიკლიკაძემ და ჩეხმა პუბლიცისტმა პეტრუშკა შუსტროვამ.
"საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ქვეყნის საგარეო–პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და რუსეთ-საქართველოს შორის დღესდღეობით არსებულ ურთიერთობაზე. ელჩმა ღონისძიების მონაწილეებს ასევე, გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა კონფლიქტებთან მიმართებით და მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
დისკუსიის მონაწილეებს რეგიონში არსებული გაყინული კონფლიქტების ანალიზი წარუდგინა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ. მან ისაუბრა ამ კონფლიქტებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციაზე და მის შესაძლო ზეგავლენაზე, როგორც საქართველოსა და უკრაინასთან, ასევე, სრულიად ევროპასთან მიმართებით", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, კობა ლიკლიკაძემ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი, როგორც სამხედრო კორესპონდენტის, გამოცდილება გაუზიარა.
გამოსვლების შემდეგ, დისკუსიის მონაწილეებმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია