დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რიმა ბერიძე - საჯარო მოხელეს 24-საათიანი მუშაობა უწევს და შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/07 14:30:03
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, რიმა ბერაძის განცხადებით, საჯარო მოხელეს 24-საათიანი მუშაობა უწევს და მას შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე რიმა ბერაძემ მერიის თანამდებობის პირებზე დანამატის გაცემის შესახებ განცხადება გააკეთა.
მისივე თქმით, მერიაში სახელფასო დანამატების გაცემაზე მერიას საკრებულოს თანხმობა არ სჭირდება. ეს თანხები 2014 წლის ბიუჯეტში იმთავითვე იყო გათვალისწინებული.
"ამ თანხების გაწევა არ ხდება იმ 30 მლ. ლარის საკრედიტო ხაზიდან, რომელიც მერიას საკრებულომ დაუმტკიცა. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობა უკვე არაერთგზისაა ინფორმირებული, რომ აღნიშნული თანხებიდან სოციალური, ბინათმესაკუთრეთა და ოლიმპიური სოფლის ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, გუნდს აღებული გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე და ორიენტირებულები ვართ შედეგზე. აქედან გამომდინარე გვიწევს 24 საათიანი მუშაობა და მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება", - განაცხადა რიმა ბერაძემ.
საუბარია მერიის თანამდებობის პირებეზე დანამატის გაცემის შესახებ ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც, დანამატი, 2014 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასი პროპორციულად გაიცემა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1117
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია