დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს და უფრო ძლიერ დემოკრატიულ სისტემას
ავტორი:
2018/მარტი/23 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidze.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484661-irakli-kobakhidze-meti-qali-parlamentshi-nishnavs-ufro-dzlier-parlaments-da-ufro-dzlier-demokratiul-sistemas.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს და უფრო ძლიერ დემოკრატიულ სისტ...", "datePublished": "2018-03-23 09:12:09", "dateModified": "2018-03-23 09:12:09", "description": "მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს და უფრო ძლიერ დემოკრატიულ სისტემას, - ამის შესახ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidze.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს და უფრო ძლიერ დემოკრატიულ სისტემას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

კობახიძის თქმით, ის მყარად უჭერს მხარს გენდერული კვოტირების შესახებ ინიციატივას, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში და აბსოლუტურად გაუგებარია ის ემოციური დამოკიდებულება, რომელსაც ეს საკითხი იწვევს გენდერული კვოტირების მოწინააღმდეგეებს შორის.

„საქმე არის საკმაოდ მარტივად - საქართველოს უკავია 130-ე ადგილი მსოფლიო ქვეყნებს შორის ქალთა წარმომადგენლობის კუთხით, რაც შემაშფოთებელი მაჩვენებელია. ზოგადად და მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის ქალთა მონაწილეობის ზრდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არის ქვეყნის საერთო პროგრესის მნიშვნელოვანი ინდიკატორი. ქალთა წარმომადგნელობის გაზრდა იქნება ძალიან რთული და ძალიან ბევრ დროს წაიღებს გენდერული კვოტირების გარეშე. რა თქმა უნდა, პროგრესი იქნება წლიდან წლამდე, მაგრამ ეს იქნება ნელი პროგრესი, ჩვენ კი გვინდა, სწრაფ წინსვლას მივაღწიოთ. ის, რომ საქართველოს პარლამენტში 15%-ით არიან წარმოდგენილნი ქალბატონები, არ არის ბუნებრივი მდგომარეობა და ეს მოცემულობა არ ასახავს საზოგადოებაში არსებულ ვითარებას, ბალანსს და რეალურ მდგომარეობას. რეალურად არის ძალიან დიდი დისბალანსი საზოგადოებაში არსებულ სურათსა და საპარლამენტო წარმომადგენლობას შორის“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არავინ დავობს, რომ კვოტირება არის ხელოვნური ჩარევა, თუმცა მისი მიზანია ბუნებრივი პროპორციის ჩამოყალიბება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 557
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია