დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლაშა ტუღუში - უკანონო მოსმენების შესახებ კანონპროექტების მიღება 15 მაისამდეა შესაძლებელი
ავტორი:
2014/მაისი/07 14:30:03
გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ უკანონო მოსმენების შესახებ კანონპროექტების მიღება 15 მაისამდე შესაძლებელია.
ამასთან, ტუღუში იმედოვნებს, რომ კანონპროექტთა პაკეტი იმ სახით იქნება მიღებული, რა სახითაც ახლა არის დარეგისტრირებული იურისიული კომიტეტის მიერ.
"ბოლოს საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა იურიდიულმა კომიტეტმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ბოლო ვერსიას ვეთანხმებით. რა თქმა უნდა, ვეთანხმებით ასევე იმ პოზიციასაც, რომ უნდა გაგრძელდეს მოსმენა და კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გავიდეს. ჩვენ ვფიქრობდით და ახლაც ვფიქრობთ, რომ სავსებით შესაძლებელია გადაიდგას ენერგიული ნაბიჯები და მიიღონ იგი 15 მაისამდე, სამივე მოსმენით. რაც მალე მივიღებთ ამ ცვლილებებს, მით უკეთესია. არ მესმის, რატომ არ უნდა მივიღიოთ სწრაფად, როდესაც ამდენი ხანია განხილვები მიმდინარეობს, ჩართული იყო ყველა, ვინც კი შესაძლებელია და ეს პროცესი ისედაც დროში გაიწელა", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტებს პირველი მოსმენით 15 მაისამდე მიიღებს, სანამ პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთთვიან შესვენებას გამოაცხადებს.
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული პაკეტი ცვლილებებს ითვალისწინებს "ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ" კანონში, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში", "სისხლის სამართლის კოდექსში", "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონსა და "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონში. ცვლილებების მიხედვით, სასჯელი მკაცრდება უკანონო მოსმენებისთვის და თვალთვალისთვის. ამასთან, ძლიერდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პროცესში საპარლამენტო და სასამართლო, ასევე სამოქალაქო კონტროლი. საკანონმდბელო პაკეტი პარალამენტს არასამთავრობო სექტორმა შესთავაზა და იურუდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1074
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია