დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მოლოდინი - ნებისმიერი დამალული ამბავი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან ჭორი, დეზინფორმაცია და პროპაგანდა ჩნდება იქ, სადაც არ არსებობს ინფორმაცია
ავტორი:
2017/ნოემბერი/22 23:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/molodinigiorgi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464467-giorgi-molodini-nebismieri-damaluli-ambavi-khelisuflebis-satsinaaghmdegod-mushaobs-radgan-tcori-dezinformacia-da-propaganda-chndeba-iq-sadac-ar-arsebobs-informacia.html", "headline": "გიორგი მოლოდინი - ნებისმიერი დამალული ამბავი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან ჭორი, დეზინ...", "datePublished": "2017-11-22 19:04:35", "dateModified": "2017-11-22 19:04:35", "description": "”სტრატიგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს” ხელმძღვანელის, გიორგი მოლოდინის განცხადებით, დანაშ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/molodinigiorgi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”სტრატიგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს” ხელმძღვანელის, გიორგი მოლოდინის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციის გამოძიებაზე პასუხი უნდა გაიცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხელისუფლებას დააზარალებს. როგორც მოლოდინმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით, პასუხის გაცემა მნიშვნელოვანია, ვინაიდან საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უნდობლობა არ ჩამოყალიბდეს.

„ამ სპეცოპერაციის გამოძიებაზე, თუ არ გვექნება ამომწურავი პასუხი მით უარესი მთავრობისთვის და ხელისუფლებისთვის. ნებისმიერი დაფარული და დამალული ამბავი მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან ჭორი, დეზინფორმაცია და პროპაგანდა ჩნდება იქ, სადაც არ არსებობს ინფორმაცია და არის მოთხოვნა ინფორმაციაზე. მარტივი ამბავია, ადამიანს აქვს მოთხოვნა, რომ ჰქონდეს ინფორმაცია მისი უსაფრთხოების შესახებ. ამიტომ, რაც უფრო მეტად დავმალავთ ინფორმაციას, მით უარესია ხელისუფლებისთვის. ამ ამბებთან დაკავშირებით მთლიან საინფორმაციო ველში სიცარიელე თუ დარჩება, მას ჩვენ სასიკეთოდ არავინ შეავსებს. მას მოწინაღმდეგე მისთვის სასურველი ინფორმაციით შეავსებს და ჩვენ დავდგებით დიდი პრობლემების წინაშე. არაფერს ვამბობ ისეთ პრობლემებზე, როგორიც არის საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის უნდობლობის გაღმავება და ა.შ. ამას დავამატოთ, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს საერთაშორისო ავტორიტეტი და იმიჯი“, - განაცხადა გიორგი მოლოდინმა.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3. ასევე, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა 4 სამართალდამცავი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 617
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია