დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ლექვინაძე ეჭვობს, რომ ლარის კურსის გაუფასურება ხელოვნურია
ავტორი:
2013/ნოემბერი/08 12:00:02
ეკონომიკური საკითხების ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ეჭვობს, რომ ლარის კურსის გაუფასურება ხელოვნურია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის ექსპერტმა თემის კომენტირებისას განუცხადა , ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის გაუფასურების ტენდენცია შეინიშნება, რაც ძალიან საყურადღებოა.
ლექვინაძის განმარტებით, ეს არ არის იმ დონის რყევა, რომელიც შეიძლება კატასტროფად ჩაითვალოს.
"საბაზრო ფაქტორებს რომლებიც მოქმედებს ლარის კურსის ცვლილებაზე, გვაქვს ასეთი სურათი – გაზრდილია ფულადი გზავნილები, ტურისტების რიცხვი და შესაბამისად – დანახარჯებიც; სხვადასხვა ტიპის მომსახურების ბალანსი – ტრანსპორტი, ლოჯისტიკური ხარჯები თუ სერვისების გაყიდვებიდან მიღებული ფული; ასევე, გაზრდილია ექსპორტი, შემცირებულია იმპორტი. ეს ყველაფერი მთლიანობაში ლარის გამყარებისკენ მიმართული ფაქტორებია. დოლარს არ ჰქონია გამყარების ტენდენცია, რომ ლარი ამ მიზეზით გაუფასურებულიყო. რაც შეეხება გაუფასურების ფაქტორებს, შემცირებულია ინვესტიციები და გაზრდილია კაპიტალის გადინება. თუმცა, გამყარებისკენ მიმართული ფაქტორები გაცილებით მეტია, ვიდრე – გაუფასურებისკენ. ამიტომ ეჭვი მაქვს, გაუფასურების ტენდენცია ხელოვნური პროცესი არ იყოს", - განაცხადა ლექვინაძემ.
მისი თქმით, ბიუჯეტში წლის ბოლოსთვის არის დანაკლისი და მისი შევსების ერთ-ერთი საშუალება საგარეო ვალის აღებაა.
"ამიტომ მაქვს კითხვა, ხომ არ მოხდება ისე, რომ ლარის გაუფასურებით შემცირდება ბიუჯეტის ვალდებულებები მოქალაქეების მიმართ. ამიტომ მგონია, რომ ამ პროცესს ხელოვნური ნიშნები აქვს. ბოლო ერთი წლის მანძილზე გაუფასურება არის 0,9%. ეს არ არის ისეთი სერიოზული რყევა, რომელმაც შესაძლოა, ბაზარზე ფასები აწიოს. თუმცა, მთავარია მოლოდინი, რა რეაქცია ექნება ბაზარს. თუ ასე გაგრძელდა, თუნდაც კურსის უმნიშვნელო ცვლილება, შესაძლოა ეს სამომხმარებლო ფასებზეც აისახოს. ამ ეტაპზე ლარის კურსის გაუფასურების წინაპირობები არ არსებობს, რაც იწვევს კითხვას, ხომ არ არის ეს ხელოვნური პროცესი", - აღნიშნა ლექვინაძემ.
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,6793 ნიშნულზე დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 6 ნოემბერს ეს მაჩვენებელი 1,6737-ით განისაზღვრებოდა.
ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სტაბილურად უფასურდება. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2011 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.6793 ნიშნულზე დაფიქსირდა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1098
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია