დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები საქართველოში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ავტორი:
2017/დეკემბერი/08 18:30:02
../photo/2015_02/00-1MAISI-2014/euto.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467561-eutho-shi-saqarthvelos-megobartha-jgufis-qveynebi-saqarthveloshi-arsebul-konfliqtthan-dakavshirebith-erthobliv-ganckhadebas-avrceleben.html", "headline": "ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები საქართველოში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ერთობლივ...", "datePublished": "2017-12-08 14:20:44", "dateModified": "2017-12-08 14:20:44", "description": "ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხად...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1MAISI-2014/euto.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, განცხადებაში მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე განცხადებაში არის მოწოდება რუსეთის ფედერაცისადმი, რომ უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

განცხადება კეთდება კანადის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, ჩეხეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის სახელით.

”ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ გამოვხატავთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიზანმიმართული სწრაფვის ძლიერ მხარდაჭერას და ვაფასებთ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას.

მივესალმებით საქართველოს წინსვლას დემოკრატიის კონსოლიდაციაში, ინსტიტუტების გამჭვირვალობის დონის ამაღლებაში, ადამიანის უფლებათა დაცვასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში; რითაც იგი ჰქმნის ძალიან პოზიტიურ მაგალითს.

ვულოცავთ საქართველოს მთავრობასა და ხალხს 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წარმატებით, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით ჩატარებას. ჩვენ აღვნიშნავთ OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ შეფასებასა და დასკვნებს და ველით საქართველოს მთავრობისგან მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ქვეყნის საარჩევნო გარემო.

კვლავაც შეშფოთებული ვართ, რომ გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ხაზს ვუსვამთ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროებას გაერო-ს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი ოქმისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ფუნდამენტური ნორმების შესაბამისად.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს სამხედრო შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც მნიშვნელოვან ფორმატს, რომლის ფარგლებშიც განიხილება 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები. ხაზს ვუსვამთ დისკუსიების ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას, მათ შორის, ძალის არგამოყენების, ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობის საკითხებზე.

მივესალმებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეულ ეფექტურ სამუშაოსა და კონტრიბუციას ადგილზე დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს სადამკვირვებლო მისიის შეღწევა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. მხარს ვუჭერთ გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს (IPRM). მოვუწოდებთ მონაწილეებს, გამონახონ შესაბამისი საშუალებები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების გადასაჭრელად.

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო წვრთნების გახშირებასა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალების მეტად გაძლიერებასთან დაკავშირებით. ვგმობთ გადაადგილების თავისუფლების, ცხოვრების, საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების უხეშ დარღვევებს და ხაზს ვუსვამთ, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია“, რაც გამოიხატება ხელოვნური დაბრკოლებების აღმართვასა და საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრებაში, უფრო მეტად ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია გაძლიერებული ეთნიკური დისკრიმინაცია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის სოფელ ერედვში, ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მასობრივი განადგურების ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში. ეს გახლავთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური ქართული მოსახლეობის კვალის სრული გაქრობისკენ მიმართული პოლიტიკის გამოხატულება.

მხარს ვუჭერთ იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტურ უფლებას, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდნენ თავიანთი წარმოშობის ადგილებს.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების შეღწევა.

მივესალმებით საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, მათ შორის ისეთ ცალმხრივ ნაბიჯებს, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობა. ასევე, მივესალმებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის მცდელობებს და მხარს ვუჭერთ ამ მიზნით, ჯანდაცვის, განათლებისა და გარემოსდაცვით სფეროებში კონკრეტულ პროექტებს.

მოვუწოდებთ ეუთო-ს, უფრო მეტად ჩაერთოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში და მხარს ვუჭერთ ნდობის აღდგენის მექანიზმების განხორციელებას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და ნდობის აღსადგენად.

ასევე მივმართავთ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს, მიაღწიონ შეთანხმებას საქართველოში ეუთო-ს მრავალმხრივი მისიის აღსადგენად, განსაკუთრებით, მშვიდობიანი მოსახლეობის საკეთილდღეოდ. აღნიშნულ მისიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს შეუფერხებლად განახორციელოს მონიტორინგი. მისია მნიშვნელოვნად გააძლიერებს ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების საქმიანობაში და ასევე, ნდობის აღდგენის მექანიზმების განხორციელებაში.

საქართველოს მეგობარი ქვეყნები გამოხატავენ მზაობას, განაგრძონ მუშაობა ეუთო-სთან და საქართველოს ხელისუფლებასთან ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამედიცინო, გარემოსდაცვითი და სხვა სახის შესაძლებლობების განვითარების მიზნით, კონტაქტების გასაუმჯობესებლად. მეგობარი ქვეყნები გააგრძელებენ საქართველოს კონფლიქტისა და მისი მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროების შესახებ ცნობადობის ამაღლებას,” - ნათქვამია განცხადებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 566
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია