დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აშშ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან გაფორმებულ შეთანხმებას გმობს
ავტორი:
2018/იანვარი/26 21:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/departamentisgancxadeba.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/475073-ashsh-rusethis-mkhridan-saqarthvelos-mier-arakontrolirebadi-regionis-samkhreth-osethis-de-faqto-liderebthan-gaformebul-shethankhmebas-gmobs.html", "headline": "აშშ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან ...", "datePublished": "2018-01-26 17:26:48", "dateModified": "2018-01-26 17:26:48", "description": "აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დე ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/departamentisgancxadeba.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან გაფორმებულ შეთანხმებას გაერთიანებული სამხედრო ძალების შესახებ. ჩვენ არ ვაღიარებთ ლეგიტიმურად ამ ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც არ წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო შეთანხმებას, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დეპარტამენტის განმარტებით, აშშ-ს პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ურყევია: აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ამ ხელშეკრულების რატიფიცირება ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელთა მონაწილე რუსეთიც არის. აშშ მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე და უკან გამოიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება“, - ნათქვამია განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 574
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია