დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება
ავტორი:
2014/აპრილი/14 13:30:02
საქართველოს მთავრობამ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება მოიწონა. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, პრეზიდენტის განკარგულება ძალაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე შევა.
"პრეზიდენტმა 10 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც არჩევნების სავარაუდო თარიღად დადგინდა 2014 წლის 15 ივნისი. დღეს მთავრობამ ამ აქტით კონტრასიგნაცია მოახდინა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს დაინიშნა. ამის შემდეგ ის ისევ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნება შემდეგ კი გამოქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე და ძალაში შევა სწორედ ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე", - აღნიშნა თადუმაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1062
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია