დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციას სესიაზე გასატანად მხარი დაუჭირა
ავტორი:
2018/მარტი/20 08:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/regionulipolitikissxdoma.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483845-regionuli-politikisa-da-thvithmmarthvelobis-komitetma-taqsebthan-dakavshirebul-regulacias-sesiaze-gasatanad-mkhari-dautcira.html", "headline": "რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციას სესიაზე გასატან...", "datePublished": "2018-03-20 04:44:41", "dateModified": "2018-03-20 04:44:41", "description": "პარლამენტის წევრების, კახაბერ კუჭავასა და ნინო წილოსანის საკანონმდებლო ინიციატივას, კერძოდ, ტაქსებთა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/regionulipolitikissxdoma.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის წევრების, კახაბერ კუჭავასა და ნინო წილოსანის საკანონმდებლო ინიციატივას, კერძოდ, ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობდა, ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტები განიხილეს.

საკანონმდებლო პაკეტი პრინციპების დონეზე კახაბერ კუჭავამ წარადგინა და დეპუტატებს კანონპროექტის მიზნები და ძირითადი დებულებები გააცნო. კახაბერ კუჭავას განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტების ძირითადი მიზანია დედაქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომი გაუმჯობესება - დარეგულირება და საგზაო მოძრაობის განტვირთვის ხელშეწყობა.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, განისაზღვრება თბილისის მთავრობის უფლებამოსილებები საავტომობილო მოძრაობის სფეროში, კერძოდ, განისაზღვრება ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება, ნებართვის გაცემის წესი და ა.შ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღების მიზეზია დედაქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობა ტრანსპორტის მოძრაობის სფეროში: გადატვირთული ქუჩები, ხშირი საცობები და მოქალაქეების მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის სექტორში არსებული სრული ქაოსი. ამდენად, საკანონმდებლო ინიციტივის ავტორებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელი გახდა რეგულაციების შემოღება, რომლებიც ხელს შეუწყობს თბილისში საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას განტვირთვას.

წარმოდგენილ ინიციატივას თან ახლავს კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლებიც ასევე პირველი მოსმენით განიხილეს.

საკანონმდებლო ინიციატივა უკვე რამდენიმე კომიტეტმა განიხილა და როგორც კახაბერ კუჭავამ განაცხადა, გამოითქვა საინტერესო შენიშვნები და წინადადებები, რომლებიც უფრო მეორე მოსმენის საკითხებია და მათი დეტალური განხილვაც სწორედ მეორე მოსმენაზე მოხდება. საბოლოოდ, კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია