დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტში ფარული მოსმენების "გასაღების" თემაზე მომზადებული პროექტების განხილვა დაიწყო
ავტორი:
2014/ნოემბერი/26 18:00:07
პარლამენტში ფარული მოსმენების "გასაღების" თემაზე მომზადებული პროექტების განხილვა დაიწყო. ამ წუთებში მსჯელობის საგანია ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ავტორობით მომზადებული პროექტი.
პაკეტს დეპუტატებს ეკა ბესელია აცნობს. განხილვა სესიაზე დებატების ფონზე მიმდინარეობს. "ძალიან დიდი და სრულიად გასაგები ლეგიტიმური ინტერესი არსებობს თემის მიმართ. ეს არის გამომდინარე იმ ძალიან მძიმე წარსულიდან, რომელიც წინა წლებში დაგროვდა და რომლითაც ადამიანის პირადი ცხოვრება, უსაფრთხოება, უფლებები აბსოლუტურად იგნორირებული და ფეხქვეშ გათელილი იყო. არსებობდა მძიმე, საზარელი პრაქტიკა, როდესაც შსს დაკავებული იყო არა იმ უპირველესი ფუნქციის შესრულებით, რომელიც არის ადამიანის უფლებების დაცვა, კანონიერებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა, არამედ იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი. მძიმე რეალობა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას ათასობით უკანონო ჩანაწერის სახით დახვდა, ბუნებრივია ადამიანების მეხსიერებას აჩრდილად მოსდევს. ძალიან კარგად მესმის იმ ბევრი ადამიანის, რომლისთვისაც მძიმე აღმოჩნდა ამ მეხსიერებიდან, ამ მძიმე ემოციური შოკიდან გამოსვლა და აბსოლუტურად მესმის ის ემოციური დამოკიდებულება, რომელიც არსებობს ამ კანონის მიმართ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიამ პარლამენტს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორ ეტაპიანი ელექტრონული სისტემა შესთავაზა და განმარტა, რომ სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებას და ჩაწერის ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას შემდეგ დაიწყებს, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან ელექტრონული "გასაღების" გამოყენებით, თანხმობას მიიღებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1387
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია