დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გოკა გაბაშვილი პარლამენტში უკრაინის მხარდაჭერით გამოვიდა - Slava Ukraine, Heroes Slava
ავტორი:
2014/თებერვალი/19 13:30:02
Slava Ukraine, Heroes Slava, - ამ სიტყვებით პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი გამოვიდა.
გაბაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და უკრაინელი ხალხის გმირობის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მართლაც გამაოგნებელი, ენით აუწერელი ვაჟკაცობა, სიმამაცე, გმირობა ჩანს უკრაინელი ხალხის, როცა ისინი, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ გამოყენებული ძალა მართლაც დიდია, დგანან და იცავენ საკუთარ არჩევანს, საკუთარ უფლებას იცხოვრონ ევროპაში.
"დღეს კიდევ ერთხელ ვუერთდებით უკრაინელი ხალხის მართლაც გმირულ ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპული არჩევანისთვის", - აღნიშნა გაბაშვილმა.
როგორც გაბაშვილმა განაცხადა, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მთავარი მტერი და მოწინააღმდეგე მთელ იმ სივრცეზე, რომელსაც საქართველოც განეკუთვნება, არის ვლადიმერ პუტინი და მისი პოლიტიკა.
მისი შეფასებით, პუტინი არის დაუძინებელი მტერი ყველა იმ ხალხის თავისუფალი არჩევანის, რომელიც თავისუფლებას ესწრაფვის.
"მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ ევროკავშირი და რუსეთი აუცილებლად შეთანხმდებიან და მოილაპარაკებენ უკრაინასთან დაკავშირებით, არამც და არამც, რუსეთის არანაირი საქმე არ არის მოლაპარაკება უკრაინის მომავალზე, ასევე საქართველოს მომავალზე. ამ დარბაზში მინდა კიდევ ერთხელ გაისმას ის სიტყვები, რომელიც მაიდანზე ისმის, ნამდვილად ღირსია ეს ხალხი ამის - Slava Ukraine, Heroes Slava, - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.
გაბაშვილმა ყურადღება საქართველოში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა. "ჩვენ ვუყურებთ უკუსვლას ყველა იმ პოზიციაში, რომელიც აქვს საქართველოს თავისი სუვერენიტეტის დაცვის გზაზე, უკან სვლას, რომელიც არის ნელი, მაგრამ იმედია უმრავლესობაშიც იქნებიან ძალები, რომლებიც დაიცავენ ამ ქვეყანას და არ მისცემენ პუტინს საშუალებას ამ ქვეყანას დაეპატრონოს", - დასძინა მან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1221
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია