დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიუსაფართათვის გრძელვადიანი თავშესაფრის მშენებლობის საკითხზე დღეს ნარმანიას უწყებაში იმსჯელებენ
ავტორი:
2014/აპრილი/12 10:30:02
რეგიონული განვითარების სამინისტროში დღეს მიუსაფართათვის გრძელვადიანი თავშესაფრის მშენებლობის საკითხი განიხილება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროში დღეს მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც მინისტრი დავით ნარმანია წარუძღვება.
სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მიუსაფართათვის გრძელვადიანი თავშესაფრის მშენებლობის საკითხი განიხილება. მუნიციპალური განვითარების ფონდი კომისიას წარუდგენს თავშესაფრის პროექტს, რომლის მიხედვითაც მშენებლობა უნდა მოხდეს. კომისიის მიერ პროექტის დამტკიცების შემდეგ, იგი საქართველოს მთავრობას წარედგინება. თავშესაფრის მშენებლობა მთავრობის გადაწყვეტილებისთანავე დაიწყება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1160
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია