დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბათუმში დაკავებული იუსუფ ლაკაევი რუსი დიპლომატის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ავტორი:
2013/სექტემბერი/19 18:37:02
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ქართული მხარისგან ბათუმში დაკავებული ჩეჩენის იუსუფ ლაკაევის ექსტრადაციას ითხოვს. ამის შესახებ, ინფორმაციას НТВ ავრცელებს. რუსული ტელეკომპანიის ცნობით, ლაკაევი რუსი დიპლომატის დმიტრი ვიშერნევის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამასთან, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბათუმში დაკავებულ იუსუფ ლაკაევზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადებული არ ყოფილა. თავის მხრივ, საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი ვლადიმერ მარკინი კი, „ინტერფაქსთან“ საუბარში აცხადებს, რომ რუსული მხარე ლაკაევის ექსტრადაციის მოთხოვნით მიმართავს საქართველოს. იუსუფ ლაკაევი 13 სექტემებრს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ბათუმში დააკავეს. მასთან ერთად ძალოვანებმა ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნდარიძე აიყვანეს. დაკავებისას ლაკაევმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა ერთი პოლიციელი, ერთი მოქალაქე და თავად თავდამსხმელიც. ბათუმის სასამართლომ იუსუფ ლაკაევს, ფირუზ წულუკიძეს, თემურ ბახუნდარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დიმიტრი ვირშენევი 9 სექტემბერს სოხუმში მოკლეს. იგი ქილერმა ავტომობილში ჩაცხრილა. თავდასხმის დროს დიპლომატთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. НТВ-ს ინფორმაციით, დიპლომატის სავარაუდო მკვლელი „აფხაზეთიდან უკანონოდ გადავიდა საქართველოში,“ საიდანაც თურქეთში გადასვლას გეგმავდა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1205
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია