დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ინტელექტუალური თამაში "რა, სად, როდის" გაიმართა
ავტორი:
2014/აპრილი/26 19:30:02
ინტელექტის დღესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების N12 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთისა და არასრულწლოვანთა მეთერთმეტე დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მონაწილეობით ინტელექტუალური თამაში "რა, სად, როდის" გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, მეთორმეტე დაწესებულებაში თამაში მოაზროვნე გიორგი ბაქრაძემ წაიყვანა. მათივე ინფორმაციით, თამაში სატელევიზიო ფორმატით წარიმართა და ერთმანეთს ექვს-ექვსი მსჯავრდებულით დაკომპლექტებული ორი ჯგუფი შეეჯიბრა.
არასრულწლოვნებში კი ღონისძიება მოაზროვნე მიხეილ ციცქიშვილმა წაიყვანა. თამაშს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, თამაშის მსვლელობისას ორივე დაწესებულებაში აუდიტორიის და წამყვანის მიერ საუკეთესო მოაზროვნე გამოვლინდა და მოთამაშეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ინტელექტუალური თამაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პოპულარობით სარგებლობს და ხშირად იმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1073
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია