დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიპკორპუსი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დადებითად აფასებს
ავტორი:
2014/თებერვალი/21 22:30:03
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას დადებითად აფასებენ.
როგორც ჟურნალისტებს საქართველოში ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა განუცხადა, პრეზიდენტს მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა. "პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს მოსახლეობის ევროპულ ღირებულებებზე, იყო აქცენტი სოციალურ საკითხებზე და მთავრობის მუშაობაზე. პრეზიდენტს მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა, აქცენტი გააკეთა უკრაინის მოვლენებზეც", – განაცხადა იუვალ ფუქსმა.
გერმანიის ელჩის ორთვინ ჰენიგის განცხადებით კი, მისი ყურადღება გიორგი მარგველაშვილის მიერ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ და არაღიარების შესახებ პოლიტიკაზე საუბარმა მიიქცია, რასაც "ევროკავშირიც მხარს უჭერს".
"გიორგი მარგველაშვილის მოხსენებაში მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილი, რომელშიც პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ისაუბრა. ასევე საინტერესო იყო, როდესაც პრეზიდენტმა არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. ეს არის გზა, რომელსაც ევროკავშირიც მხარს უჭერს", - განმარტა გერმანიის ელჩმა.
გარდა ამისა, ჟურნალისტებთან საუბარში პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ალექსანდრა პოლ ჰოლიმაც. მისი აზრით, მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის მიერ იმაზე აქცენტირება, რომ საქართველო აზიასა და ევროპას შორის ხიდი უნდა გახდეს.
"პრეზიდენტმა გაამახვილა ყურადღება ეკონომიკაზე. მნიშვნელოვანი იყო, როცა ის საუბრობდა, რომ საქართველო ხიდი უნდა გახდეს აზიასა და ევროპას შორის. მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილიც, როცა პრეზიდენტი საუბრობდა იმ წვლილზე, რომელიც საქართველოს გლობალურ უსაფრთხოებაში შეაქვს. საინტერესო იყო კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის საკითხზე პრეზიდენტის ხედვაც", – განუცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ ჟურნალისტებს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ფილიპ დიმიტროვის თქმით კი, მოხარულია, რომ პრეზიდენტისგან საქართველოს ევროპულ მომავალათან დაკავშირებით განცხადება მოისმინა.
"პარლამენტში დიპლომატიური კორპუსი მოვიდა პრეზიდენტის პირველი გამოსვლის მოსასმენად. მოხარული ვარ, რაც მოვისმინე, საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, ასევე იმით, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ოპერაციებში", – დასძინა ფილიპ დიმიტროვმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 975
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია