დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იუსტიციის სამინისტრო სახალხო დამცველს პასუხობს
ავტორი:
2014/მაისი/22 11:00:03
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არ ეთანხმება სახალხო დამცველის განცხადებას, რომ თეა წულუკიანის უწყებამ მისი არც ერთი რეკომენდაცია არ შეასრულა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ 4 რეკომენდაციიდან სახალხო დამცველის სამი რეკომენდაცია უწყებამ ქვემდებარეობით გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რადგან ამ რეკომენდაციების შესრულება სცდებოდა იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებს.
"20 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ჩატარებული კვლევა წარადგინა, რომელიც 2008-2013 წლების პერიოდს მოიცავს. კვლევის მიხედვით, 2013 წელს ომბუდსმენის აპარატმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 4 რეკომენდაციით მიმართა, რომელთაგან არც ერთი არ შესრულებულა. აღნიშნულ შეფასებას იუსტიციის სამინისტრო არ ეთანხმება, რადგან 4 რეკომენდაციიდან სახალხო დამცველის სამი რეკომენდაცია − სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორის − თენგიზ გუნავას, პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის − გიორგი კალანდაძის, მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის; თავდაცვის ყოფილი მინისტრის − ბაჩანა ახალაიას, მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეთა დაკითხვის − კანონიერების საკითხის შესწავლის თაობაზე იუსტიციის სამინისტრომ ქვემდებარეობით გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რადგან ამ რეკომენდაციების შესრულება სცდება იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებს. ამდენად, აღნიშნული რეკომენდაციები იუსიტიციის სამინისტროს შეუსრულებელ ვალდებულებად ვერ ჩაითვლება.
სახალხო დამცველის კიდევ ერთი რეკომენდაცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანებაში "საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა. ომბუდსმენის რეკომენდაციით, ამით შესაძლებელი გახდებოდა საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტაციის დედნების გამოთხოვა და საექსპერტო დაწესებულების მომართვის საფუძველზე მათი საექსპერტო დაწესებულებებში გადაგზავნა.
სახალხო დამცველის რეკომენდაციის შეუსრულებლობა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან განპირობებულია შემდეგი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებით:
სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გამოთხოვის პირობებს განსაზღვრავს "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი; ინსტრუქცია კი ადგენს წესს, თუ როგორ უნდა გაიცეს დოკუმენტის დედანი. სახალხო დამცველის მიერ არასწორად განიმარტა "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი და მიჩნეულ იქნა იგი როგორც ახალი, კანონისაგან განსხვავებული სახით რეგულირების შესაძლებლობა. მაშინ, როდესაც, საკანონმდებლო რეგულირების შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნით დოკუმენტაციის გამოთხოვა შესაძლებელია მხოლოდ "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობისას.
კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" უფლებამოსილება, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, საექსპერტო მომსახურების განხორციელების პროცესში სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დედნები გამოითხოვოს საკუთარი ინიციატივით, ასევე, არ არის გაწერილი მისი ვალდებულება, ექსპერტიზის შემდეგ დააბრუნოს ისინი. სპეციალური კანონმდებლობით, დოკუმენტების დედნების გამოთხოვის უფლებამოსილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეების წარმოებისას მინიჭებული აქვს სასამართლოს, ხოლო სისხლის სამართლის საქმეების წარმოებისას − სასამართლოს და საგამოძიებო ორგანოებს.
რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, მოქალაქეებისა და კერძო საექსპერტო დაწესებულებებისთვის რეესტრში დაცული დოკუმენტაციის დედნების გამოთხოვის მარტივი შესაძლებლობის დაწესება წარმოშობს დოკუმენტაციის დაზიანებისა და დაკარგვის რისკს.
აღნიშნულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ დედნების გამოთხოვის უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში ექსპერტიზის ბიურო პასუხისმგებელი უნდა იყოს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დედნების უსაფრთხოებასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაბრუნებაზე. ამისთვის კი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.
და ბოლოს, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ია სერვისების განვითარების სააგენტო, რომელმაც 100 პროცენტით შეასრულა სახალხო დამცველის რეკომენდაციები, თუმცა, რატომღაც, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ეს სსიპი, საჯარო რეესტრიგან განსხავავებით ცალკე იყო განხილული", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
თეა წულუკიანის უწყება ადასტურებს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და მზადაა, ითანამშრომლოს ომბუდსმენის აპარატთან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 784
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია