დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკონომიკის სამინისტროში "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" პრეზენტაცია გაიმართა
ავტორი:
2014/აგვისტო/14 16:30:02
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში თანამშრომლებისთვის "სოლიდარობის ფონდის" პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე უძღვებოდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილეები ნათია მიქელაძე და ირმა ქავთარაძე, ასევე სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა "სოლიდარობის ფონდის" საქმიანობაში აქტიურად ჩართვის სურვილი გამოთქვეს - ისინი ფონდის ანგარიშზე თანხას ყოველთვიურად გადარიცხავენ. სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები აქამდეც აქტიურად თანამშრომლობდნენ ფონდთან. მაგალითისთვის დასახელდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახური და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - ამ უწყებების უკლებლივ ყველა თანამშრომელი საქველმოქმედო პროექტის მონაწილეა.
"სოლიდარობის ფონდი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა.
საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. ფონდი ბენეფიციარებს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრებაში დაეხმარება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მკურნალობის ანალოგიური სერვისების საქართველოში უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
"სოლიდარობის ფონდის" პროექტი საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდა. სოციალური პრობლემების გადასაჭრელად საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, IFFIმ, UNIთAID, Pროდუცტ (ღედ) და სხვა, ბოლო წლებში აქტიურად იყენებენ დაფინანსების ინოვაციურ, არასაბიუჯეტო მექანიზმებს.
ახლად შექმნილი "სოლიდარობის ფონდის" პროექტის ადმინისტრაციულ ხარჯებს სახელმწიფო აფინანსებს, მისი მუშაობის ფინანსურ გამჭვირვალობას და თანხების მიზნობრივად განკარგვას კი სპეციალური კომისია უზრუნველყოფს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 924
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია