დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სახალხო დამცველის რეკომენდაციების 50 პროცენტი სრულდება
ავტორი:
2014/მაისი/19 20:00:02
სასტუმროში "ქორთიარდ მერიოტი", ხვალ, საქართველოს სახალხო დამცველი და გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) წარადგენენ დამოუკიდებელ კვლევას, რომელშიც ასახულია სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულება 2008 – 2013 წლებში.
კვლევის ანგარიშის წარდგენას დაესწრებიან საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი. მოხსენებას გააკეთებს ანგარიშის ავტორი გიორგი ბურჯანაძე, ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ექსპერტი.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დამოუკიდებელ კვლევაში მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულება, პროკურატურისა და სასამართლოს საქმიანობა, სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, კანონშემოქმედება და პარლამენტისადმი გაგზავნილი რეკომენდაციები.
კვლევა ასევე მოიცავს სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზს, რომელიც ასახავს ამ რეკომენდაციების შესრულებას. კვლევის მონაცემებით ირკვევა, რომ 2008 – 2013 წლებში გაცემული 614 რეკომენდაციიდან შესრულდა 309.
კვლევა ჩაატარა დამოუკიდებელმა ექსპერტმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1102
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია