დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" მარნეულის ინციდენტს ეხმიანება
ავტორი:
2014/ივნისი/06 18:30:02
"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ფაქტები არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა და ხელს უშლის ქვეყანაში ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებას.
"გვინდა აღვნიშოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა, ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა წარმატებული და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ 5 ივნისს მომხდარი ფაქტი ყოველი მხარის მიერ აღიარებული იქნება, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა. აღსანიშნავია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, მთელ რიგ შემთხვევებში ფიქსირდება აქტიური გამოხმაურება მმართველ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით არაარსებით ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც შემდგომში მათი მხრიდან დარღვევებად ხდება. მეორეს მხრივ კი დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ ჩადენილ აშკარა კანონდარღვევებზე რეაგირება თითქმის არ ხდება. ეს ყოველივე იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ გარკვეული ჯგუფების მიერ, მიზანმიმართულად მიმდინარეობს საარჩევნო გარემოს სტაბილურობისა და სიჯანსაღისათვის ხელის შეშლა", - აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში მონაწილე ყველა სუბიექტს და განსაკუთრებით პოლიტიკურ პარტიებს, იმოქმედონ მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1161
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია