დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭისყრას გეგმავს
ავტორი:
2014/თებერვალი/14 23:30:02
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა კენჭს "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე იყრის, - ამის შესახებ მან "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა და განმარტა, რომ კენჭისყრა 1-ელ მარტს, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე გაიმართება.
"მე 1-ელ მარტს, როცა ჩატარდება "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, ვაპირებ ვიყარო კენჭი პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე. რაც შეეხება ჩემს დანარჩენ პოლიტიკურ გეგმებს, ამაზე სწორედ 1-ელ მარტს ვისაუბრებ", - აღნიშნა უგულავამ.
გარდა ამისა, ის საკრებულოში თბილისის ბიუჯეტის პროექტის ორჯერ ჩაგდების საკითხსაც გამოეხმაურა და ივარაუდა, რომ მთავრობას ყველაფერი იქითკენ მიჰყავს, რომ თვითმმართველობა დაშალოს. "მინდა ვუთხრა უმრავლესობას, რომ არც ერთი ბავშვის ცრემლი, არც ერთი ბავშვის გადადებული ოპერაცია, არც ერთი გაჩერებული პროცესი არ ღირს იმად, რომ ვიკინკლაოთ და ვარჩიოთ მტყუან-მართალი. ორი აზრი არ არსებობს, რომ ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს, ორი აზრი არ არსებობს, რომ ის პროექტები, რომელსაც მერია ვერ ახორციელებს, უნდა დაიძრას. ძნელია საზოგადოებას აუხსნა, რომ 3-4 თვეში იქნება არჩევნები და როცა ახალი უმრავლესობა დაკომპლექტდება, მერე მოგხედავთ თქვენთქო", - განაცხადა უგულავამ.
ამასთან, თბილისის ყოფილი მერის შეფასებით, წელიწადნახევრის განმავლობაში ბევრი ალოგიკური ნაბიჯი გადადგა ხელისუფლებამ, რომელიც, პირველ რიგში, სწორედ მასვე აზარალებს. "თუნდაც, მოლიერის ერთ ნაწარმოებს მოვიხმობ, "იმ აღზევებული მდაბიოების" აღზევებით, რომელსაც თბილისის თუ სხვა საკრებულოებში ვხედავთ. ხელისუფლების მიზანი არ მესმის. თუ მიზანი მართლა ისაა, რომ არჩევნების წინ მთლიანად დაშალოს თვითმმართველობა, რადგან ამხელა მთავრობას ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების ეშინია, ეს იმხელა ფობიაა, რომ ძალიან რთულად გვქონია საქმე ქვეყანაში, თუმცა ყველაფერი მიჰყავს იმისკენ, რომ დაშალოს თვითთმმართველობა, საკრებულო", - განაცხადა უგულავამ და იქვე დასძინა, რომ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, საერთო ენა უნდა გამოინახოს, რათა თბილისში შეჩერებული პროექტები დაიძრას და რაც გაკეთებულია, ის მაინც არ დაინგრეს.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 999
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია