დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლორან ფაბიუსი - დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში წარმატებული იქნება
ავტორი:
2014/აპრილი/24 12:00:02
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსის დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ვიზიტი საქართველოში წარმატებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლორან ფაბიუსმა გერმანელ და ქართველ კოლეგებთან, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან და მაია ფანჯიკიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მზადდება.
"დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება. დიდი ინტერესით და სიამოვნებით ველოდებით ამ ვიზიტს, რომელიც კიდევ უფრო განავითარებს ისედაც შესანიშნავ ურთიერთობებს საქართველოსა და საფრანგეთს შორის. ეს შეეხება როგორც კულტურულ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებს", - განაცხადა ლორან ფაბიუსმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში 13 მაისისთვის არის დაგეგმილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1067
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია