დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მოსამართლეებს, შესაძლოა, ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტილების მიღება აეკრძალოთ
ავტორი:
2013/დეკემბერი/31 12:30:02
მოსამართლეებს, შესაძლოა, ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტილების მიღება აეკრძალოთ. აღნიშნულის ინიციატივით თავად პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოდის. როგორც მან გადაცემა "პოლიტიკის დროში" გიგი უგულავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კონტექსტში განაცხადა, მოსამართლე ვალდებული უნდა იყოს გამართოს განხილვა და მოუსმინოს მხარეებს.
"მე მზად ვარ ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისაც აქვს განცდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები სასამართლოს მხრიდან არ უნდა იქნეს გამოტანილი ზეპირი განხილვის გარეშე, გნებავთ ხვალ, გნებავთ 2-3 იანვარს, პარლამენტში შევიტანოთ საკანონმდებლო ინიციატივის წესით ცვლილებების პროექტი და ავკრძალოთ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ზეპირი მოსმენის გარეშე. მე ვაყენებ საკითხს იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ ჰქონდეს უფლება მსგავსი გადაწყვეტილებები გამოიტანოს მოსმენის გარეშე. სამწუხაროდ, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა წლების განმავლობაში მოეწყო და აეწყო ისე, რომ სწორედ მოსმენის გარეშე ხდებოდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამ კონკრეტულ ნაწილში სასამართლოებს უკიდურესად უნდა შეეზღუდოთ მხარეების მოსმენის გარეშე გადაწყვეტილების მიღების უფლება. მოსამართლე ვალდებული უნდა იყოს გამართოს განხილვა", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების მოსმენის გარეშე მიღება პრობლემაა არა მხოლოდ გიგი უგულავასთვის, არამედ სხვა უამრავი ადამიანისთვის და აღნიშნული ხარვეზი სწორედ ყველა მოქალაქისთვის უნდა გამოსწორდეს.
"მინდა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს მადლობა გადავუხადო ამ თემის გააქტიურებით, რითაც წარმოაჩინეს მათ მიერვე შექმნილი მართლმსაჯულების სისტემის ერთი სერიოზული პრობლემა, რომელსაც ჩვენ, ახალმა ხელისუფლებამ ერთი წლის განმავლობაში სათანადოდ არ მივხედეთ და უნდა მივხედოთ. მე პირადად ვმუშაობ, ჩემი თანაშემწეებიც მუშაობენ ამ კონკრეტული საკითხის ინიცირებაზე, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს არა უგულავასთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის და ეს პრაქტიკა დასრულდეს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, 22 დეკემბერს, სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტილება მიიღო ბრალდებულ გიორგი უგულავას თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია