დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შსს-ს ინფორმაციით, დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის წევრის ოჯახში ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/20 18:30:02
დავით ბაქრაძის ხარაგაულის რაიონის საარჩევნო შტაბის წევრის ოჯახში ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონო შენახვის მუხლით, რის შედეგადაც ოჯახის წევრების თანხმობით ნინო ფხალაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ოჯახის წევრების თანხმობით განახორციელეს ჩხრეკა, თუმცა აღნიშნულ ოჯახში მართლსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი არ აღმოჩნდა", - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.
რაც შეეხება ჩხრეკის ორდერს, უწყების განმარტებით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკა ორდერის გარეშეც შესაძლებელია. "თუმცა მაშინ, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები უნდა წარედგინოს სასამართლოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მართლსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი არ აღმოჩნდა", - განმარტავენ შსს-ს პრესსამსახურში.
ინფორმაცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის სახლში განხორციელებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გაავრცელა. ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1312
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია