დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხათუნა გოგორიშვილი – ამბობდნენ, არჩევნები გოგორიშვილის კოდექსით აღარ ჩატარდებოდა, მაგრამ მაინც იმავე კოდექსით ტარდება
ავტორი:
2014/თებერვალი/03 18:00:02
"საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვკითხულობ: აღარ არის მახინჯი არსებული სისტემა, თუ ისევ მახინჯია, მაგრამ არჩევნებს მაინც ამ მახინჯი სისტემით ატარებენ?!" , - მმართველი გუნდის მისამართით აღნიშნულ კითხვას ოპოზიციონერი დეპუტატი, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი ხათუნა გოგორიშვილი სვამს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გოგორიშვილმა განუცხადა, ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით რეალურად არანაირი ცვლილება არ იგეგმება. დეპუტატის თქმით, საუბარია სულ ორ ცვლილებაზე, რომელთაგან ერთი, საკრებულოებში პროპორციული წარმომადგენლობის 10-კაციდან 15-მდე გაზრდას ითვალისწინებს, რაც, მისივე შეფასებით, "რეალობაში დიდ ცვლილებას არ იწვევს". მეორე ცვლილება კი არის ის, რომ თუკი აქამდე მერის არჩევის ბარიერი იყო 30%, ახლა გამგებლებთან მიმართებაში ბარიერი იქნება 33%, ხოლო მერებთან დაკავშირებით 40%-იანი ბარიერი იქნება შემოღებული.
გოგორიშვილის მტკიცებით, აღნიშნული ორი ცვლილების გარდა, საარჩევნო კანონმდებლობაში სხვა არაფერი იცვლება.
"აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რა ცვლილებებზე იყო თავის დროზე საუბარი. თავი დავანებოთ იმას, რა განცხადებები კეთდებოდა მათი მხრიდან მედიით, ან რა პოზიციას აფიქსირებდა "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები "რვიანის" ფორმატში. თუკი მათ წინასაარჩევნო პროგრამას გადახედავთ, ეწერათ, რომ ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი და არ შეიძლება მახინჯი "საარჩევნო კოდექსით" და მახინჯი საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება. "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით ჩემი შეკითხვა მხოლოდ ის იყო, რომ აღარ არის მახინჯი ეს სისტემა, თუ ისევ მახინჯია, მაგრამ არჩევნებს მაინც მახინჯი სისტემით ატარებენ?! ამაზე პასუხი, რა თქმა უნდა, ვერ მივიღეთ. "ქართულ ოცნებას" საარჩევნო პროგრამაში უწერია, რომ ცვლილებები რამდენიმე ეტაპად უნდა გაიწეროს და პირველ ეტაპზე სოფლის ყველა რწმუნებული უნდა იყოს არჩევითი და ორდონიანი არჩევითობა უნდა დაწესდეს. არანაირ ორდონიანობაზე ახლა ლაპარაკი არ არის. ასევე მათი მხრიდან გვესმოდა, რომ არ შეიძლება ამ საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება - მაჟორიტარების რიცხოვნობა გადასახედია, რაც იმის ხარჯზე უნდა მოხდეს, რომ სოფელს ეყოლება არჩეული რწმუნებული და მოხდება მრავალმანდატიან ოლქებზე გადასვლა; ესეც არ გააკეთეს. მათ ასევე უწერიათ ბიომეტრიული საარჩევნო სიების აუცილებლობა. ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც არჩევნებამდე სამი თვე იყო დარჩენილი, ირაკლი მელაშვილი და ვახტანგ ხმალაძე გვიმტკიცებდნენ, რომ თუ პოლიტიკური ნება იქნება, ძალიან მარტივი და ადვილია ბიომეტრიული სიების მოსწრება და გაკეთება. ახლა ვიგებთ, რომ თურმე ამას ვერ ასწრებენ და ვერ კეთდება, იმის მიუხედავად, რომ არჩევნებამდე სამ თვეზე მეტია დარჩენილი, ხოლო ამაზე საუბარი წელიწადზე მეტია მიდის. ნახეთ, 2010 წელს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, როგორ ხსნიდნენ, თუ რა მარტივი და ადვილი იყო ბიომეტრიის გაკეთება - ახლა აღარ არის მარტივი და ადვილი, როცა თავად არიან ხელისუფლებაში. ახლა სისტემაც გადასარევი აღმოჩნდა. მანანა კობახიძისგან მოვისმინე არგუმენტი - ჩვენ ხელისუფლებაში ვართ, გვაქვს პასუხისმგებლობა, უნდა გავუფრთხილდეთ საბიუჯეტო სახსრებსო. საბიუჯეტო პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში ყოფნა - არ ყოფნით არ განისაზღვრება. თუკი შენ მოითხოვ, რომ დაიხარჯოს მილიონები, როდესაც ხარ ოპოზიციაში და ამას კატეგორიულად აყენებ თუნდაც ბიომეტრიასთან დაკავშირებით, როცა მოდიხარ ხელისუფლებაში, თურმე მილიონების ხარჯვა საკითხებზე, რასაც თავადვე აყენებდი, პასუხისმგებლობის საკითხი ყოფილა…", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ხათუნა გოგორიშვილმა.
გოგორიშვილი იმასაც ამბობს, რომ პარლამენტში წარდგენილ "საარჩევნო კოდექსის" პროექტში შესაძლოა ცვლილება რაოდენობრივად 70-ზე მეტ მუხლში აისახოს, მაგრამ რეალურად ეს ცვლილებები მხოლოდ ერთი რამით იქნება გამოწვეული - ყველგან, სადაც ნახსენებია "მერი" და "გამგებელი", წინ ეპითეტი "არჩევითი" დაემატება და ამით "შეიქმნება ილუზია, თითქოს კოდექსში ბევრი რამ იცვლება".
"დაახლოებით 60 ადამიანი ჩაგვიყვანეს ქობულეთში მხოლოდ და მხოლოდ იმის გასაგებად, რომ არაფერი იცვლება, რაზეც შეეძლოთ უბრალოდ შMშ გამოეგზავნათ. საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების ვარიანტები და შენიშვნები წარდგენილი ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. იყო არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წინადადებები და გვითხრეს მხოლოდ ის, რომ არც ერთი პუნქტის გათვალისწინება არ ხერხდება. ძალიან კარგად მახსოვს, როცა ამბობდნენ: გოგორიშვილის დაწერილი კოდექსით არასდროს აღარ ჩატარება საქართველოში არჩევნები, ეს დრო დამთავდა, წავიდა და მაინც იგივე კოდექსით ატარებენ არჩევნებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ "გოგორიშვილის დაწერილი კოდექსით" მოიგეს 1-ლი ოქტომბრის არჩევნები. ამაზე ვიხუმრე კიდეც: ეტყობა სახეზე არ მოგწონვართ და აქ რაც ფული დაიხარჯა, იმის მეოთხედი ჩემს პლასტიკურ ოპარაციას ეყოფოდა", - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ხათუნა გოგორიშვილმა.













წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია