დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხელმძღვანელობასთან პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმელობის მოტივით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
ავტორი:
2018/მარტი/15 08:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/bagratia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483065-khelmdzghvanelobasthan-principul-sakithkhebze-sheuthankhmelobis-motivith-garemos-erovnuli-saagentos-khelmdzghvanelma-thanamdeboba-datova.html", "headline": "ხელმძღვანელობასთან პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმელობის მოტივით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვან...", "datePublished": "2018-03-15 04:42:20", "dateModified": "2018-03-15 04:42:20", "description": "გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ თანამდებობა დატოვა. როგორც ბაგრატიამ „ინტე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/bagratia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ თანამდებობა დატოვა. როგორც ბაგრატიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თანამდებობის დატოვების მიზეზი ხელმძღვანელობასთან გარკვეულ, პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმელობა გახდა. თამარ ბაგრატიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მეგობრებო, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე დღეს ვტოვებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობას. თითქმის სამი წლის განმავლობაში აქ გავატარე ძალიან კარგი და ნაყოფიერი, ამავე დროს რთული წელიწადი.
ჩემი სააგენტოს უფროსობიდან წასვლის მიზეზი ბუნებრივია არ არის ზედაპირული, თავის თავში მოიცავს ბევრ სიღრმისეულ მიზეზს, რომელთა შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებ.

დამერწმუნეთ, მე მუდამ ვიქნები ჩემი ჩემი ქვეყნისა და გარემოს დაცვის სადარაჯოზე და სტატუსი/სტატუსის არქონა ხელს ვერ შემიშლის ჩემი პრინციპების გატარებასა და იმის მიღწევაში, რომ მომავალ თაობებს უკეთესი გარემო დავუტოვოთ.

აქვე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩემს თანამშრომელს, ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორს,კეთილისმსურველს, ვინც მგულშემატკივრობდა და ჩემს გვერდით იდგა”, - აცხადებს ბაგრატია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია