დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ავლაბრის რეზიდენციაში შესვლის თემა გახდა პოლიტიკური, როდესაც მიმითითეს ადგილი
ავტორი:
2014/აგვისტო/07 21:00:02
ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა იყო პოლიტიკური ნაბიჯი, რათა ნათლად მეთქვა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის ინსტიტუტი, რომელსაც შენ დასვამ ორ ოთახში და არ გადაიყვან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციის თემა მაშინ გახდა პოლიტიკური, როდესაც ადგილი მიუთითეს.
"გულწრფელი ვიყავი ორივეჯერ, როდესაც ვამბობდი, რომ უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო და მის შემდეგაც. რადგან მაშინ ასე მიმაჩნდა სწორად. მაგრამ შემდეგ ვნახე, რომ უნივერსიტეტის გახსნის მიმართულებით რაღაცნაირად შენელდა პროცესი და სხვა ჭრილში გადავიდა. ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა იყო გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯი იმასთან დაკავშირებით, რათა ნათლად მეთქვა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის ინსტიტუტი, რომელსაც შენ დასვამ ორ ოთახში და არ გადაიყვან, დასვამ ორ ოთახში და ეტყვი - ეს არის შენი სამუშაო ადგილი. ეს თემა გახდა პოლიტიკური, როდესაც მიმითითეს ადგილი. საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის სტაბილურობა, მდგრადობა და მისი წოწიალი რომ არ უნდა ხდებოდეს, ეს ჩემი პიროვნების მიღმა თემაა. ამის ჩვენება ეტყობა იყო საჭირო და ეს განხორციელდა კიდეც", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ უნდა ემტკიცა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია და არა შესახლებადია ხან ერთ შენობაში და ხან მეორეში.
"ჩემი ღირებულებები ერთია, მეორეა პოლიტიკური რეალობა, სადაც ვალდებულებაა, რომ ინსტიტუტის მიმართ გამოიჩინო პატივისცემა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია