დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დევნილთა სამინისტრომ ფრანგულ-ქართულ ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ავტორი:
2014/ივლისი/15 13:30:04
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ფრანგულ-ქართულ ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგულ-ქართული ასოციაცია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ წიგნს გამოსცემს, სადაც აღწერილი იქნება დევნილი ოჯახების ისტორიები. წიგნში ასევე შევა, სამინისტროს მიერ განცხორციელებული პროექტები და ხედვა დევნილთა პრობლემების მოგვარების კუთხით.
მემორანდუმის თანახმად, სამინისტრო მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაციას ქართულ-ფრანგულ ასოციაციას მიაწვდის. თავის მხრივ, ქართულ-ფრანგული ასოციაცია ვალდებულებას იღებს, სამინისტროს მიერ განცხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთის ტერიტორიაზე.
მხარეები თანხმდებიან, რომ მონაწილეობას მიიღებენ კულტურული და სამეცნიერო პროექტების, კონფერენციებისა და დისკუსიების ორგანიზებაში. ფრანგულ-ქართულ ასოციაციისა და სამინისტროს თანამშრომლობით იგეგმება ერთობლივი კულტურული ღონისძიებები.
სამინისტრო მიესალმება ფრანგულ-ქართული ასოციაციის ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია დევნილების ცნობიერების ამაღლებასთან, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობს გაუმჯობესებასა და განათლებასთან.
მემორანდუმს სამინისტროს მხრიდან ხელი მოაწერა მინისტრმა დავით დარახველიძემ, ხოლო ფრანგულ-ქართული ასოციაციის მხრიდან პრეზიდენტმა კატრინ ლუსსელმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 967
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია