დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამის პროექტზე ხვალ შეხვედრა გაიმართება
ავტორი:
2014/იანვარი/29 20:00:02
სასტუმროში "ჰოლიდეი ინ-ში" ხვალ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით სამუშაო სხდომა გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამის პროექტი (ANP) განიხილება.
ღონისძიება ორდღიანია და მასში ექსპერტები ნატო-ს შტაბ-ბინიდან, ლატვიიდან, დანიიდან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან და ლიტვიდან მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებას დაესწრება ასევე საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი ქვეყნების საელჩოებისა და წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებაში ჩართული ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია