დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გოჩა ლორთქიფანიძე ჟენევის მოლაპარაკებების 25-ე რაუნდს დადებითად აფასებს
ავტორი:
2013/ნოემბერი/07 16:00:02
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ჟენევის მოლაპარაკებების შედეგებსა და ამ მოლაპარაკებებში იუსტიციის სამინისტროს ჩართულობას აფასებს.
როგორც გოჩა ლორთქიფანიძე აცხადებს, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობდა მოლაპარაკებების პირველ დღეს გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში, სადაც საერთაშორისო ექსპერტებმა კონფლიქტურ ზონებში გადაადგილების თავისუფლებისა და მის ჰუმანიტარულ ასპექტებზე პრეზენტაცია გამართეს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, გადაადგილების თავისუფლების საკითხი კი ერთ-ერთი პრინციპული მნიშვნელობის თემა იყო ჟენევის მოლაპარაკებების მეორე დღეს მეორე სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში.
იუსტიციის სამინისტრო ჩართულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის დამუშავებაში, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი ვალდებულება.
"სამწუხაროდ, კვლავაც ვერ მოხერხდა რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების ისეთსავე კონტექსტში აღება, როგორიც ეს საქართველომ გააკეთა", − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს მონაწილეობას მეორე სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, ჟენევის მოლაპარაკებების 25-ე რაუნდზე პრინციპულად იქნა განხილული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობა.
"მნიშვნელოვანია, რომ წამოვჭერით ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მეორე სამუშაო ჯგუფში შევძელით, დაგვეწყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაა, როგორიცაა დევნილების დაბრუნება", − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მოლაპარაკებების ნოემბრის რაუნდი მთლიანობაში დადებითად უნდა შეფასდეს.
იგი იმედს იტოვებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე − დეკემბერში, ქართულ დელეგაციას საშუალება მიეცემა, დაუბრუნდეს და პრინციპულად განიხილოს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებების 25-ე რაუნდზე წამოჭრა.
ჟენევის მოლაპარაკებების 25-ე რაუნდი 5-6 ნოემბერს გაიმართა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1174
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია