დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეები რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ
ავტორი:
2014/მაისი/18 11:30:02
პარლამენტთან გუშინ ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების აცხადებდნენ, რომ ისინი არ აპირებენ შეეგუონ იმ კანონს, რომელიც "ქვეყანაში მამათმავლობას დააკანონებს". მათივე განცხადებით, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ 26 მაისს, 17:00 საათზე, სამებაში შეიკრიბებიან და რეფერენდუმის ჩატარებაზე იმსჯელებენ გვარების წარმომადგენლებთან. მათი თქმით, სარეფერენდუმოდ გაიტანენ საკითხს, რომელიც გულისხმობს საქართველოში მამათმავლობის პროპაგანდის შეწყვეტას.
ამასთან დაკავშირებით მათ მიმართეს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს და ამ საკითხზე დიალოგზე წასვლა სთხოვეს.
ამასთან, პარლამენტის წინ გრძელდება ანტიდისკრიმინაციულ კანონიდან სიტყვების - "სექსუალური ორიენტაცია" და "გენდერული იდენტობის" ამოღების თაობაზე პეტიციებზე ხელმოწერა.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, პარლამენტის წინ ე.წ. კარავი ხუთი დღის განმავლობაში დარჩება და მსურველებს ხუთი დღის განმავლობაში შეეძლებათ ხელი მოაწერონ ამ პეტიციას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია