დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გოკა გაბაშვილი - თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა შეეცდება ქვეყნის ევროპული არჩევანის შეცვლას, მიიღებს უკრაინას
ავტორი:
2014/ივლისი/18 17:30:02
თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა შეეცდება ქვეყნის ევროპული არჩევანი შეცვალოს, ზუსტად იმას მიიღებს, რაც ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ უკრაინაში მიიღო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
როგორც გაბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბრძოლის გარეშე არაფერი მოიპოვება და ბრძოლის გარეშე თვით ევროკავშირიც არ შექმნილა.
"ევროპაშიც იყო ორგვარი აზროვნება. ორი მიმდინარეობა. ერთი – დავუყვავოთ ბოროტებას, დავუყვავოთ აგრესორს, შევუთანხმდეთ. მას გავლენიანი და სოლიდური პოლიტიკოსები წარმოადგენდნენ. მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრი ნევილ ჩემბერლენი, რომელიც ლონდონში ჰიტლერისგან დაბრუნდა, ჩაიტანა ქაღალდი და თქვა "ჩვენ ამ ქაღალდით მოვიპოვეთ უსაფრთხოება, მშვიდობა და თავისუფლება". იქვე მეორე ევროპულმა ძალამ, უინსტონ ჩერჩილმა უთხრა: - თუ თქვენ გჯერათ, რომ ბოროტებასთან შერიგებით, ბოროტებისთვის ხელის ჩამორთმევით, ბოროტებისთვის დაყვავებით მშვიდობას მოიპოვებთ... თუ თქვენ გაქვთ არჩევანი ბრძოლასა და უღირსობას შორის და აირჩევთ უღირსობას, მიიღებთ ომს. მებრძოლმა ევროპამ სისხლის, ბრძოლის, ომის ფასად მოიპოვა თავისუფლება და ის, რასაც მდიდარი და განვითარებული ევროპა ჰქვია. მოიპოვეს სიმშვიდე, რომელითაც დღეს ყველა ევროპელი სარგებლობს – მათ შორის თბილი ცხოვრების მოყვარული, სრულიად უიდეო ევრობიუროკრატებიც", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
ამასთან, მან ხელისუფლებას მიმართა, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას.
"თავისი სახელი უნდა დავარქვათ ადამიანს, რომელსაც შეუძლია 300-კაციანი სამგზავრო თვითმფრინავი ჰაერიდან "ჩამოხსნას", დახოცოს ადამიანები, რადგან აქვს გაუგონარი ბოღმა თავისუფლებამოყვარე ხალხის მიმართ - უკრაინელების მიმართ, ქართველების მიმართ. ეს ადამიანი კიდევ გასწევს წინააღმდგობას. კიდევ შეგვებრძოლება და არა მგონია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მცდელობა, მანიაკებთან სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა, ჩვენ რამეს გვაძლევდეს", - განაცხადა გაბაშვილმა.
დეპუტატმა შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც გაამახვილა ყურადღება და როგორც მმართველ გუნდის მისამართით განაცხადა, "პოლიტიკური რეპრესიები არ არის გზა, რომელიც ქვეყანას ევროპამდე მიიყვანს".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია