დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კოჟორიძე - ველოდები, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელ კანონპროექტებზე პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს
ავტორი:
2014/იანვარი/23 13:00:03
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე ელოდება, რომ იმ კანონპროექტებთან მიმართებაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელია , პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
როგორც მარგველაშვილმა პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ტიპის მოლოდინი მათ მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებითაც ჰქონდათ.
მიუხედავად კონსტიტუციის ახალი რედაქციისა, რის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტს უფლებამოსილება ბევრად შეეზღუდა, ის არის სახელმწიფოს მეთაური, მონაწილეობს სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტებაში, გავლენას ახდენს საკანონმდებლო პროცესებზე, ასევე აქვს ვეტოს უფლება, რაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ბალანსის საშუალებას იძლევა და ჩვენ რიგ შემთხვევაში შეიძლება გვქონდეს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი იმ კანონპროექტებთან მიმართებაში, რომელიც სამოქალაქო საზოგაოდებისთვის მიუღებელია, ვეტოს გამოიყენებს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით გვქონდა მოლოდინი მოწმეთა დაკითხვის საკითხზეც, - აღნიშნა კოჟორიძემ.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს, საია-ს თავმჯდომარის თქმით, ის ყურადღებას გაამახვილებს იმ პრობლემებზე, რაზეც მუშაობა უწევთ და ასევე, მათი მოგვარების გზებზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 994
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია