დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძემ გენერალურ ასამბლეაზე ინდოეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან სუმან ბილასთან შეხვედრა გამართა
ავტორი:
2017/სექტემბერი/14 23:00:03
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452333-mikheil-janelidzem-generalur-asambleaze-indoethis-delegaciis-khelmdzghvanelthan-suman-bilasthan-shekhvedra-gamartha.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძემ გენერალურ ასამბლეაზე ინდოეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან სუმან ბილასთან შეხვედრა გამართა ", "datePublished": "2017-09-14 18:46:41", "dateModified": "2017-09-14 18:46:41", "description": "გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/a535e300182825295df48af587af16bb.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გენერალურ ასამბლეაზე ინდოეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან სუმან ბილასთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ინდოეთმა საქართველოს UNWTO-ს ფარგლებში მიღწეული უდიდესი წარმატება მიულოცა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ ინდოეთის მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.

„ვიცე-პრემიერმა და ინდოეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ორი ქვეყნის წარმატებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროში შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს. კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოში ინდოელ ვიზიტორთა მზარდი რაოდენობა და ასევე წარმატებული თანამშრომლობა განათლების სფეროში, რომლის ფარგლებშიც საქართველოში სამედიცინო სფეროში უმაღლესი განათლების მიღების მსურველი ახალგაზრდა ინდოელების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას, ტურიზმის წახალისებას და კულტურულ კონტაქტებს მომავალშიც ხელი შეუწყონ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ UNWTO-ს ახლად არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ჩინეთში საქართველოს ელჩი დავით აფციაური.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 712
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია