დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თურქეთის რესპუბლიკის 94-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე თურქეთის ელჩი ქართულ ჩოხაში გამოწყობილი იმყოფებოდა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/30 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/gumruqchuturqetiselchi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460491-thurqethis-respublikis-94-e-tslisthavthan-dakavshirebith-gamarthul-mighebaze-thurqethis-elchi-qarthul-chokhashi-gamotsyobili-imyofeboda.html", "headline": "თურქეთის რესპუბლიკის 94-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე თურქეთის ელჩი ქართულ ჩოხაში გამო...", "datePublished": "2017-10-30 16:58:19", "dateModified": "2017-10-30 16:58:19", "description": "თურქეთის რესპუბლიკის 94-ე წლისთავთან დაკავშირებით თურქეთის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/gumruqchuturqetiselchi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თურქეთის რესპუბლიკის 94-ე წლისთავთან დაკავშირებით თურქეთის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ ოფიციალური მიღება გამართა.
როგორც ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა, 1923 წელს ათათურქმა ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკა დააარსა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

"დღევანდელი დღე ერთ-ერთი ბედნიერი დღეა თურქი ხალხისთვის. ასევე ეს დღე მნიშვნელოვანი იყო მთლიანად რეგიონისთვის. დღემდე თურქეთი ვითარდება და წინ მიდის როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. თურქეთი არის სტაბილურობის, განვითარებისა და აღმავლობის კუნძული. ის არის დემოკრატიის კუნძული. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ ბედნიერ დღეს აღვნიშნავთ მეზობელ და მეგობარ ქართველ ხალხთან ერთად. თურქეთის განვითარება და დემოკრატიული წინსვლა მაშინაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი რეგიონისთვის და ახლაც ძალიან მნიშვნელოვანია მეზობელი ქვეყნებისთვის. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ აღვნიშნავთ ამ დღეს საქართველოში", - განაცხადა ელჩმა.

გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ელჩი ამთავრებს საქართველოში მისიას, მიღებაზე მისი გაცილების ცერემონიაც გაიმართა. როგორც ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა, ის მიმდინარე თვის შუა რიცხვებში საქართველოდან გაემგზავრება.

"ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოდან წასვლა მიწევს, რადგან ძალიან შემიყვარდა საქართველო. ვიმედოვნებ, ჩვენ გავაგრძელებთ აქაურ მეგობრებთან კონტაქტსა და ურთიერთობას და ჩვენი მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში.
ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, პოლიტიკოსები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 605
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია