დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო
ავტორი:
2014/აგვისტო/28 14:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით , ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი აჰმედ ჩავუშოღლუ, ანკარას მერი და გუბერნატორი დახვდნენ.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინუგურაციას დაესწრება. ღონისძიებაზე 80-მდე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრია მიწვეული.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია