დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კახა კალაძე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება
ავტორი:
2014/იანვარი/22 22:30:07
ვიცე–პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. კალაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. სამწუხაროდ, ვითარება უკიდურესად დაძაბულია და ეს იწვევს თანაგრძნობას და სოლიდარობას. მე პირველ რიგში პიროვნულად განვიცდი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან მაქვს ამ ქვეყანასთან პირადი, სენსიტიური დამოკიდებულება. ჩემთვის უკრაინა მეორე სახლია და ეს განწყობა ამძაფრებს ჩემს გულისტკივილს მიმდინარე პროცესების ხილვისას.... განვიცდი, როგორც მეგობარი ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის გულშემატკივარი, მთავრობის წევრი.... ეს არის ტრაგედია - როცა ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი ვერ შედგა და მხოლოდ ძალა და კონფრონტაციაა ურთიერთობის საშუალება. ეს არის კატასტროფა, როცა ადამიანები იღუპებიან.... ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თუ ნებას, ნებისმიერ სამოქალაქო აქტივობას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა ხელშეუხებელია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და მით უმეტეს სიცოცხლე.... მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, ოპოზიციას, გაუწიონ ანგარიში მოსახლეობის მდგომარეობას და მაქსიმალურად ეცადონ კომპრომისზე წასვლას, ურთიერთშეთანხმებას... მათ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული თუნდაც ამ წუთებში თითოეული მანიფესტანტის, თითოეული ძალოვანის ბედი და მდგომარეობა.... და მათ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული რამდენად მალე გადავა უკრაინა ნორმალური ცხოვრების კალაპოტში... მინდა ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს, მთლიანად უკრაინელ ხალხს, საქართველოსთვის ახლობელ და მეგობარ ქვეყანას ვუსურვო კრიზისის დაძლევა, ამ ტკივილის გადალახვა და ქვეყნის დაწყნარება", - ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1238
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია