დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აჭარის მთავრობამ სოციალურად დაუცველი ბავშვების გასამასპინძლებლად 433 ლარი დახარჯა, ფესტივალის სტუმრებისთვის - 28 340 ლარი
ავტორი:
2014/მაისი/21 13:00:02
აჭარის მთავრობამ ოფიციალური დელეგაციების მისაღებად, რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაულების აღსანიშნავად 2013 წლიდან 2014 წლის 10 მაისამდე პერიოდში 165 232 ლარი დახარჯა. გაწეული ხარჯების შესახებ დოკუმენტაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ბათუმის ოფისმა გამოითხოვა.
ამასთან, 2013 წელს აჭარის მთავრობამ 88, 2014 წლის 10 მაისამდე კი, 12 ღონისძიება გამართა.
აჭარის მთავრობის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წელს ყველაზე დიდი ხარჯი - 28 340 ლარი, მთავრობამ თამარ გვერდწითელის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მონაწილეთათვის სასტუმრო მომსახურებისთვის გაიღო.
ჩამონათვალში მოხვდა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცის მონაწილეებისათვის გამართული ვახშამიც, რომელიც 18318 ლარი დაჯდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიების გამართვა (18 ნომერი სასტუმრო "ინტურისტ პალასში") 11 240 ლარი დაჯდა, ხოლო იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო მიღება, რომელიც ასევე "ინტურისტ პალასში" გაიმართა, 10 000 ლარი.
დოკუმენტაციის მიხედვით, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებებისას, მთავრობამ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების გასამასპინძლებლად 433 ლარი დახარჯა. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით მიუსაფარი ბავშვების გამასპინძლება კი, მხოლოდ 270 ლარი დაჯდა.
დოკუმენტაციის მიხედვით, 2013-2014 წლებში ოფიციალური დელეგაციის წევრებს 51 საჩუქარი გადაეცათ. გაცემული საჩუქრების სიის მიხედვით ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი 800 ლარიანი ფერწერული ნამუშევარი "ძველი ბათუმია", ყველაზე იაფი კი სუვენირი "ჭური სადგამზე", რომლის ღირებულებაც მხოლოდ 15.6 ლარია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია