დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში" საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა
ავტორი:
2014/სექტემბერი/03 11:00:02
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2014-2015 წლის "გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში" საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა და 4,2 ქულით 72-ე ადგილიდან 69-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.
"გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის" სტრუქტურას 12 კომპონენტი შეადგენს, რომლებიც სამ ძირითად ბლოკად იყოფა: 1. ძირითადი მოთხოვნები – ინსტიტუტების არსებობა, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო, პირველადი განათლება და ჯანდაცვა; 2. ე.წ. ეფექტიანობის კატალიზატორები – უმაღლესი განათლება და პროფესიული მომზადება, სასაქონლო ბაზრის ეფექტიანობა, შრომის ბაზარი, ფინანსური ბაზრის ეფექტიანობა, ტექნოლოგიური მზაობა, ბაზრის ზომა; 3. ინოვაციური ფაქტორები – ბიზნესის წარმოების დახვეწილობა და ინოვაცია.
ძირითად მოთხოვნებში საქართველოს პოზიცია 9 საფეხურით გაუმჯობესდა და 57-ე ადგილიდან 48-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. ეფექტურობის მასტიმულირებელ ფაქტორში საქართველო 79-ე პოზიციაზეა, ინოვაციური ფაქტორების მაჩვენებელში კი  - 118-ე პოზიციაზე.
2014-2015 წლის "გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში" 148 ქვეყნის მაჩვენებელია შეფასებული. რეიტინგში საქართველოს ჩამორჩებიან უკრაინა (76-ე პოზიცია), მოლდოვა (82), სომხეთი (85). რეიტინგის პირველ ხუთეულში არიან შვეიცარია, სინგაპური, აშშ-ი, ფინეთი და გერმანია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 912
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია