დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/12 12:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე მონაწილეობა მიიღო გაფართოებული ფორმატის შეხვედრებში.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, იმყოფებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სავალან მირზოევი, პარლამენტის წევრები, ზურაბ ტყემალაძე, მახირ დარზიევი და ალი მამედოვი, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი.
საქართველოს დელეგაცია ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა აბიდ შარიფოვმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში აზერ ჰუსეინმა გააცილეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია