დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი - ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობასაც გულისხმობს
ავტორი:
2013/დეკემბერი/27 11:00:02
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელიც პარტნიორ ქვეყნებთან , მათ შორის საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას და დახმარებას გულისხმობს, ხელი მოაწერა.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
"მინდა,  სასიხარულო ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომელიც თბილისიდან ქუთაისისკენ მომავალმა, გზაში მივიღე ჩვენი ელჩისგან. აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ ხელი მოაწერა თავდაცვის ავტორიზაციის აქტს. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი აქტი, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო თანაშრომლობას და დახმარებას სტრატეგიული პარტნიორების, რომელთა შორისაც არის საქართველო.
მოგეხსენებათ, რომ ამის შესახებ გასული თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია, როგორც წარმომადგენლობით პალატაში, ისე  - სენატში. გახსოვთ ისიც, რომ იყო კონგრესმენ ტერნერის მიერ მომზადებული ერთგვარი "დამატებაც", რომლის შესახებ ქართულ მედიაში ხმაური გახლდათ. მინდა გითხრათ, რომ ეს დამატება, რომელიც არ შეიცავდა საქართველოსთვის სახარბიელო ელემენტებს, იქნა გატანილი და ტექსტი არის ძალიან კარგი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე შეფასებით, აღნიშნული ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"კარგად ვითარდება აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობა ყველა მიმართულებით, მათ შორის  - სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კუთხით", - დასძინა ზალკალიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1179
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია