დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საყდრისის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი ,,თავისუფალი დემოკრატების" წინადადებაზე იმსჯელებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/25 11:30:02
საყდრისის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი დღეს ,,თავისუფალი დემოკრატების" წინადადებაზე იმსჯელებს.
"თავისუფალი დემოკრატები" საყდრისზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელმაც საყდრისში მიმდინარე სამუშაოების კანონიერება უნდა შეისწავლოს. საპარლამენტო უმცირესობა ,,თავისუფალი დემოკრატების" ამ წინადადებას ეთანხმება. ,,ნაციონალურ მოძრაობას" საყდრისთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი ჰქონდა მომზადებული, თუმცა პარლამენტმა აღნიშნული დადგენილება არ გაიზიარა.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილებას ვერ ხედავენ, რადგან საქმეს სასამართლო და პროკურატურა იძიებს.
,,როცა პროკურატურა და სასამართლო არის ჩარეული ამ საქმეში, დროებითი კომისიის შექმნა მიზანშეწონილი არ არის. ის, რომ კომიტეტმა მოისმინოს და სერიოზული განხილვა მოაწყოს, არამარტო საყდრისთან დაკავშირებით, არამედ საერთოდ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც კულტურულ მემკვიდრეობას ეხება, ძალიან კარგია და ამ მიმართულებით ვმუშაობ", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1170
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია