დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე IRI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/26 20:30:03
პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე IRI -ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" პრესსამსახურიდან აცნობეს, ბურჯანაძემ სტუმრები საქმის კურსში ჩააყენა ყველა იმ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
"მე მათ ვესაუბრე იმ პრობლემების შესახებ, რომელიც არის წინასაარჩევნო პერიოდში. რა თქმა უნდა, ხაზს ვუსვამ იმას, რომ განუზომლად თავისუფალია გარემო, ვიდრე ეს იყო გასულ წლებში, თუმცა არის მთელი რიგი საკითხები, მათ შორის გარიგებები ადგილებზე, რომელიც სერიოზული კითხვის ქვეშ დააყენებს არჩევნების სამართლიანობას. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ბატონ ბიძინას, რომ მის ზურგს უკან ძალიან სერიოზულ გარიგების სქემებს აქვს ადგილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის დაინტერესებული არჩევნების გაყალბებით და მინდა, რომ მან ყველა ზომა მიიღოს იმისათვის, რომ არჩევნები მართლაც თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს", - განაცხადა ბურჯანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1221
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია