დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილს ხვდება
ავტორი:
2013/ნოემბერი/16 14:30:02
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება" პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ხვდება. შეხვედრა კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარეობს და მასზე მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილება.
როგორც ჟურანლისტებთან საუბრისას ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილება ის საკითხები, რომლებიც უშუალოდ ფრაქციისა და პრემიერის ურთიერთობას ეხება. მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პრემიერის რანგში ბიძინა ივანიშვილთან ფრაქციის ბოლო შეხვედრა. მისი ინფორმაციით, როგორც ცნობილია, არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების, ახალი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დამტკიცების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განაცხადებით, პარტია ემზადება ყრილობის ჩასატარებლად და ახალი თავმჯდომარის ასარჩევად. მისივე განცხადებით, მომავალი კვირა არის ახალი მთავრობისა და ახალი პრემიერ-მინისტრის დამტკიცების კვირა.
"საკმაოდ ბევრი საკითხია, რომელზე გვჭირდება შიდა კონსულტაცია, დისკუსია, ამიტომ გვექნება მსჯელობა დახურულ ფორმატში", - განაცხადა ეკა ბესელიამ

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1217
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია