დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ალექსანდრე ტაბატაძე თეა წულუკიანის მეხუთე მოადგილე იქნება
ავტორი:
2013/დეკემბერი/25 14:00:03
შინაგან საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მეხუთე მოადგილე იქნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს.
უწყებაში ალექსანდრე ტაბატაძე აღსრულების პოლიციის, აგრეთვე ადამიანის ტრაფიკინგის უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობაზე იქნება პასუხისმგებელი.
ტაბატაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 23 დეკემებრის ბრძანებით დაინიშნა.
ალექსანდრე ტაბატაძე დაიბადა 1969 წელს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მისი სამსახურებრივი კარიერა შს სამინისტროს ოპერატიული მუშაკის საქმიანობით დაიწყო; იყო შსს ორგანიზებული დამნაშავეობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ორგანიზებული შეიარაღებული დამნაშავეობის, ბანდიტიზმის, პროფესიონალური გამოძალვისა და დამნაშავეთა სამყაროს ლიდერების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების პროფესიონალური გამოძალვის წინააღმდეგ ბრძოლის ქვეგანყოფილების; ორგანიზებული დამნაშავეობის, კორუფციის, რეკეტისა და ეკონომიკური დივერსიის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის გამოძალვის მიზნით ადამიანის გამტაცებელთა წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორი; შემდეგ კი ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის სამმართველოს, სახელმწიფოთაშორისო კავშირების მქონე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორი.
1996-2001 წლებში ალექსანდრე ტაბატაძე მუშაობდა ქ. რუსთავის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის მოადგილედ, შემდეგ − უფროსად; ქ. თბილისის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის უფროსის მოადგილედ; ქ. თბილისის საბურთალოსა და ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე.
2001-2004 წლებში იგი იყო ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსი; 2004 წლიდან − შსს აკადემიის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კათედრის უფროსი.
2006 წლიდან ალექსანდრე ტაბატაძე აჭარაში აგრძელებს საქმიანობას.
2007-2008 წლებში ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეა.
2012- 2013 წლებში ალექსანდრე ტაბატაძე შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1845
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია