საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ვასილ მაღლაფერიძე - თქვენ გგონიათ მართლა ასეთი მნიშვნელოვანია, რამდენია ბიუჯეტი?!
ავტორი:
2018/მარტი/13 17:30:01
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/maglaferidze2.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482774-vasil-maghlaferidze-thqven-ggoniath-marthla-asethi-mnishvnelovania-ramdenia-biujeti.html", "headline": "ვასილ მაღლაფერიძე - თქვენ გგონიათ მართლა ასეთი მნიშვნელოვანია, რამდენია ბიუჯეტი?!", "datePublished": "2018-03-13 13:43:57", "dateModified": "2018-03-13 13:43:57", "description": "თქვენ გგონიათ მართლა ასეთი მნიშვნელოვანია, რამდენია ბიუჯეტი?! თქვენ გგონიათ გამოიჭირეთ ზაზა შათირიშვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/maglaferidze2.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თქვენ გგონიათ მართლა ასეთი მნიშვნელოვანია, რამდენია ბიუჯეტი?! თქვენ გგონიათ გამოიჭირეთ ზაზა შათირიშვილი, - ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ მალაფერიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ზაზა შათირიშვილმა არ იცოდა, რამდენია მაუწყებლის ბიუჯეტი.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" კანონი ისე გადიოდა, რომ ეს არავინ იცოდა საერთოდ. გარკვეული ციფრია. მერე რა, რას გაძლევთ?! ეს არის ისეთი რამ, რომელიც შეიძლება ერთ წუთში იცოდე. თქვენ გგონიათ მართლა ასეთი მნიშვნელოვანია, რამდენია ბიუჯეტი?! მოხვალ, ჩაიხედავ საბუთებში, ღიაა ეს ყველაფერი. შენ როგორ მიიღებ გადაწყვეტილებას, ეს უნდა იცოდე და არა ის, რამდენი ციფრია და რამდენი ლარია. თქვენ გგონიათ მე ყველაფერი მახსოვს, თუ რაზეა საუბარი?! თქვენ გგონიათ გამოიჭირეთ?!", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

რაც შეეხება შათირიშვილის პოლიტიკურ სიმპათიებს, მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ არც სხვა კანდიდატები არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები. "კომისიის წევრების რაღაც ნაწილს გადავხედე. ნამდვილად არ არიან პოლიტიკურად ნეიტრალურები. ამ 14 -დან ერთი 7 კანდიდატს არა მხოლოდ პოლიტიკური სიმპათიები აქვს, არამედ პოლტიკური აქტივისტები არიან", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ამ წუთებში "საზოგადოებრივ მაუწყებელში" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 143
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია