დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბელორუს-ლიტვის საზღვარზე 4 ქართველი არალეგალი დააკავეს
ავტორი:
2014/მარტი/21 22:30:02
ბელორუს-ლიტვის საზღვარზე ოთხი ქართველი არალეგალი დააკავეს, რომლებიც ლიტვაში ბელორუსიდან გადავიდნენ. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა "ნეწსდაილყ" იუწყება.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულ პირთა დასაკავებლად მესაზღვრეებისა და პოლიციის ძალების მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო მობილიზებული. დაკავებულთა ასაკი 19, 29, 34 და 39 წელია.
მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. დაკავებულებს თან ჰქონდათ საქართველოს პასპორტები, რომლებშიც შენგენის ვიზები არ ჰქონდათ ჩარტყმული.
გამოცემის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან დღემდე ლიტველმა მესაზღვრეებმა საქართველოდან 25 არალეგალი დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია