დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პეტრე პოროშენკო ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
ავტორი:
2014/სექტემბერი/27 20:30:02
უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამის შესახებ საუბარია უკრაინელი სტუდენტის, იულია მარუშევსკას მიერ გამოცემულ ელექტრონულ წიგნში –UN HUNDRED, რომლის თავფურცელზეც განთავსებულია უკრაინის პრეზიდენტის პერსონალური სამადლობელი წერილი ირაკლი ღარიბაშვილისადმი.
უკრაინელი სტუდენტი იულია მარუშევსკა საქართველოს მთავრობის მეთაურს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69–ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის და საკუთარი წიგნი გადასცა.
იულია მარუშევსკა მსოფლიოში ცნობილი გახდა უკრაინელი ხალხის სახელით გაკეთებული ვიდეომიმართვით, რომელიც ყოუტუბე–ზე განათავსა. ვიდეო 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1084
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია